საქართველოში მანგო ბრუნდება
,,მანგომ’’ საქართველოში დაბრუნებისს გადაწყვეტილება მიიღო. სავაჭრო ცენტრის ,,თბილისი მოლის’’ წარმომადგენლის ინფორმაციით, მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური მაღაზია მათ ცენტრში იხსნება.
ჯერჯერობით, მოლში ,,მანგოს’’ გეგმებზე არ საუბრობენ,თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მაღაზიები თბილისის სხვა უბნებშიც გამოჩნდეს.
,,მანგოს’’ ოფიციალური წარმომადგენლობა მომხარებლებს ტანსაცმელის ხაზს შესთავაზებს. ამ დროისთვის უცნობია, როგორი იქნება მსოფლიო ბრენდის საფასო პოლიტიკა, თუმცა მოლში ვარაუდობენ, რომ ბრენდი ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნებს გაითვალისწინებს.

No comments:
Post a Comment